წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
30-10-2018
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კლუბის ორგანიზებით, თამაშში „ტვინების ბრძოლა“ სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა. 

ინტელექტუალური პაექრობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მიმდინარეობდა და მასში 15 გუნდი მონაწილეობდა. 

სასკოლო ჩემპიონატში გამოვლენილი გამარჯვებული გუნდები ასპარეზობას რეგიონალურ ტურნირში გააგრძელებენ. 

თამაშებს სკოლის ინტელექტუალური კლუბის ხელმძღვანელი თეა ჭუმბურიძე უძღვებოდა.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203