ბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მიზნით დასუფთავების ღონისძიებაში ჩაერთნენ
30-10-2018
ბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა ინიციატივით, სკოლის მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა სოფლის ცენტრი და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
სკოლის დირექცია მოსწავლეებსა და კლასის ხელმძღვანელებს - მარინე ფხაკაძესა და ბელა ცქიტიშვილს მადლობას უხდის.
მათივე ცნობით, აღნიშნული აქტივობა გარემოს დაცვას ემსახურებოდა.