საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესს ხალისით იზიარებენ
30-10-2018
საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ინიცირებულ „სასკოლო აქტივობის ხელშეწყობის“ პროექტში, რომლის მიმართულება სპორტი და სახელწოდება „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ გახლავთ.
სკოლის დირექციის ცნობით, ასეთი ტიპის გაკვეთილების ფორმატი მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის მიზანია მოსწავლეთა ჩართვა ისეთ კლასგარეშე სპორტულ აქტივობებში, რომლებიც ხელს შეუწყობს მოწაფეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას.
პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებულ სპორტულ კლუბში მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით სპორტის სხვადასხვა სახეობაში ღონისძიებები მოეწყობა, რომელთა შორისაც შევა: ოლიმპიზმი, ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი, შიდა სასკოლო შეჯიბრების ჩატარება, ექსკურსია-ლაშქრობის მოწყობა, დილის გამამხნევებელი ვარჯიშები და სხვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს