„სკოლა ქართულის“ მოსწავლეებმა შემოდგომის თემაზე დახატეს
30-10-2018
ბათუმის კერძო სკოლა „სკოლა ქართულის” მე-3 კლასში პედაგოგმა, თამარ გიგინეიშვილმა ხელოვნებაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა. 

გაკვეთილის სახელწოდება „ფოთლები, ფოთლები“ იყო. 

მოსწავლეებმა ვივალდის მელოდიის „შემოდგომის“ ფონზე გამოსახეს ხე, რომლისთვისაც გუაშთან ერთად არა ფუნჯი, არამედ უჩვეულო მასალები გამოიყენეს. 

ასევე, მათ აღწერეს შემოდგომა და გაიხსენეს ის მხატვრები, რომლებისთვისაც ეს სეზონი შთაგონების წყაროს წარმოადგენდა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203