„საქართველოს კუთხური ტრადიციები“ - აკეთის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
30-10-2018
აკეთის საჯარო სკოლაში ღონისძიება სახელწოდებით - „საქართველოს კუთხური ტრადიციები“ გაიმართა, რომელშიც VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღნიშნულს კონკურსის სახე ჰქონდა, სადაც წარმოდგენილი იყო ორი კუთხე - გურია და აფხაზეთი.
მოსწავლეებმა ამ ორი კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციები შესანიშნავად წარმოადგინეს და დამსწრეებს ის ღირსშესანიშნაობები გააცნეს, რომლითაც მდიდარია გურია და აფხაზეთი.
ღონისძიებას გეოგრაფიის მასწავლებელი მაია აბაშიძე ხელმძღვანელობდა. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის