დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში „ხელოვნებისა და მეცნიერების პიკნიკი“ გაიმართა
30-10-2018
დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში „ხელოვნებისა და მეცნიერების პიკნიკი“ გაიმართა. 

სკოლის დირექციის ცნობით, მოსწავლეებმა ფიზიკაში ცდები, ხოლო ბიოლოგიასა და ქიმიაში საოცარი, ჯადოსნური ექსპერიმენტები ჩაატარეს.  

მათ, ასევე, მათემატიკის უახლესი გამოგონებები დაათვალიერეს. 

დასასრულს, ხელოვანმა ბავშვებმა საკუთარი და სხვა პოეტების ლექსები წაიკითხეს, ასევე, თანამედროვე და ხალხურ სიმღერებს მოუსმინეს.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203