„მეცნიერება იწყება სკოლიდან“ - ქვემო სობისის მოსწავლეები კვლევისთვის ატენის ხეობას ეწვივნენ
30-10-2018
ქვემო სობისის მოსწავლეები გეგმიური სამუშაო ვიზიტით ეკოლოგიურად სუფთა ატენის ხეობას ეწვივნენ, სადაც ძროხის რძის, საძოვარი ბალახის, ნიადაგისა და წყლის ნიმუშები მძიმე მეტალებზე და პესტიციდებზე ბაქტერიოლოგიური კვლევისთვის აიღეს და ჰერბარიუმისათვის მასალა შეაგროვეს.

აღნიშნული შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომლის სახელწოდება გახლავთ - „მეცნიერება იწყება სკოლიდან“. 

პროექტში ქვემო სობისის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ბერშუეთის და ატენის საჯარო სკოლების  მოსწავლეებიც ჩაერთნენ. 

ღონისძიების ორგანიზატორი ქვემო სობისის საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ ბერიძეა, პროექტის მეცნიერ-ხელმძღვანელი - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თინიკო იოსებიძე, ასისტენტი კი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრანტი ნათია სახელაშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203