პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ პირთა საყურადღებოდ!
29-10-2018
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულმა პირებმა პროფესიული ტესტირების საგამოცდო ბარათის მისაღებად, სარეგისტრაციო ცენტრებს უნდა მიმართონ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

ონლაინ რეგისტრირებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ საგამოცდო ბარათები ამობეჭდონ ვებ-გვერდიდან:  www.vet.emis.ge.

საგამოცდო ბარათში, რეგისტრირებული აპლიკანტების პერსონალურ მონაცემებთან ერთად, მითითებულია ის საგამოცდო ცენტრი, რომელშიც პირი აბარებს ტესტირებას, ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტი და  საგანი/საგანთა ჯგუფი, ტესტირების ჩატარების თარიღი და ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.

გასათვალისწინებელია, რომ ტესტირებაზე დასაშვებად აუცილებელია საგამოცდო ბარათის წარდგენა!

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ტესტირება მიმდინარე წლის 4 ნოემბერს 09:00 საათიდან დაიწყება. რაც შეეხება პრეტესტს, იგი ტესტირების წინა დღეს, 3 ნოემბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203