ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეები ინტელექტუალურ შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ
29-10-2018
ქუთაისის ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ მოაზროვნეთა გუნდი ინტელექტუალურ შეჯიბრებებში აქტიურად მონაწილეობს. მოსწავლეებმა „ინტელექტის დღე 2018“-ის ფარგლებში იმერეთის რაიონში პირველი ადგილი დაიკავეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ფინალში მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და სკოლა ღირსეულად წარმოაჩინეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის