მარადიდის საჯარო სკოლის პედაგოგმა მაყვალა გერძაძემ სტატუსი აიმაღლა
29-10-2018
ხელვაჩაურის, მარადიდის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მაყვალა გერძაძემ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. სკოლა მასწავლებელს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას ვუსურვებთ ახალ საფეხურზე“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის