სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ პროექტის - „მეგობარო, ხელი გამომიწოდე“ დასკვნითი ნაწილი განხორციელდა
თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ სასწავლო-შემოქმედებითი პროექტის - „მეგობარო, ხელი გამომიწოდე“ დასკვნითი ნაწილი განხორციელდა.პროექტის კოორდინატორი სკოლა-ლიცეუმის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ცხომარია იყო.
პროექტის ფარგლებში, სკოლას შაუმიანის №1 და №2 საჯარო სკოლების დირექტორები - არტუშ ურუმიანი და ანაიდა რესტევანიანი, პედაგოგები და მოსწავლეები საპასუხო ვიზიტით ეწვივნენ.
პროექტი მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს:
• ინგლისური ენის გაკვეთილზე და საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტებზე (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) დასწრება;
• ექსკურსია ცქრიალა ღვინოების ქარხანაში - „ბაგრატიონი“.
• მეგობრული მატჩი ფრენბურთში;
• სახალისო ვიქტორინა: „რა? სად? როდის?“;
• თვითშემოქმედებითი კონცერტი სამივე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ დირექტორმა, ნაზი ნადირაძემ პროექტის მონაწილეებს მადლობის სიგელები, სამახსოვრო საჩუქრები და პრიზები გადასცა.
იხილეთ ფოტოები