შუახევის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
29-10-2018
შუახევის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა. სკოლის აღსაზრდელებმა შემოდგომის კუთხე მოაწყვეს და შემოდგომის ნობათი გამოფინეს. მოსწავლეებმა ასევე, პედაგოგების ხელმძღვანელობით, თათარა მოხარშეს და ჩურჩხელები ამოავლეს.
„მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს. გამოვიდა ლამაზი და ხალისიანი ღონისძიება“,-ამბობსს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის