მზისგულის საჯარო სკოლაში პროექტი - „ერთი დღე მობილურის გარეშე“ განხორციელდა
26-10-2018
საგარეჯოს, მზისგულის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა - „მერცხალი“ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, პროექტი - „ერთი დღე მობილურის გარეშე“ განახორციელა. პროექტი, სკოლის დირექტორის ნუგზარ ჩალათაშვილის დაფინანსებით, საგარეჯოს რესურსცენტრის უფროსის მანანა ცუცქირიძის მხარდაჭერითა და სამოქალაქო კლუბის ლიდერის ნუგზარ იაშვილის ხელმძღვანელობით განხორცილედა.
პროექტში სკოლის ყველა მოსწავლე იყო ჩართული.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები - სირბილის მარათონი, კლასებს შორის ფეხბურთის ჩემპიონატი, სასკოლო ოლიმპიადა, პრეზენტაცია. მოეწყო ნახატების გამოფენა და გაფორმდა სკოლის ეზო, მოსწავლეები ასევე ერთმანეთს სხვადასხვა სახალისო თამაშებში შეეჯიბრნენ.
პროექტი ღონისძიებამ დააგვირგვინა, რომელშიც სკოლის აღსაზრდელებთან ერთად ქორეოგრაფიული ანსამბლი - „მზეკაბანი“ მონაწილეობდა.
ანსამბლს ქორეოგრაფი ლუბა ნაჭყებია ხელმძღვანელობს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის