
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის ერთიანი ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილე აპლიკანტებს სააპელაციო თანხა 5 ნოემბრამდე დაუბრუნდებათ.
"2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აპლიკანტებს, ისევე როგორც ერთიან მაგისტრატურის გამოცდებზე გასულებს, სააპელაციო თანხა 5 ნოემბრამდე დაუბრუნდებათ", -განაცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო თანხა აპლიკანტებს იმ შემთხვევაში უბრუნდებათ თუ შედეგების გასაჩივრების შემდგომ მათ ქულა მოემატებათ ან დააკლდებათ. თანხა არ უბრუნდება იმ აპლიკანტებს, რომლებმაც შედეგები გაასაჩივრეს, თუმცა, მათ თავდაპირველი შეფასება დარჩათ.