ფერსათის N1 საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები გაიმართა
26-10-2018
ფერსათის N1 საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები გაიმართა, რომელიც მიზნად ახალგაზრდებისთვის დემოკრატიული არჩევნების სტრუქტურის გაცნობას, მათთვის სწორი არჩევნის გაკეთებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობის მიცემას ისახავდა.
არჩევნებისთვის მზადება რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო: შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, კომისია, გადანაწილდა როლები და პასუხიმგებლობები, ახალგაზრდებმა პროცესის წარმართვასა და კანდიდატების საარჩევნო პროგრამებზე ინფორმაცია მიიღეს, მათი მეშვეობით საარჩევნო აფიშები შეიქმნა, შესაბამისი გარემო მოეწყო და არჩევნები მშვიდ, თანასწორ გარემოში ჩატარდა.
სკოლის დირექციის ცნობით, მონაწილეობა დაახლოებით ორმოცმა ახალგაზრდამ მიიღო. პროექტს მხარს სკოლა და არასამთავრობო ორგანიზაცია U18 უჭერდა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის