აბედათის საჯარო სკოლას ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადის ოფიცერთა კორპუსის წამომადგენლები სტუმრობდნენ
25-10-2018
მარტვილის, აბედათის საჯარო სკოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადის ოფიცერთა კორპუსის წამომადგენლები სტუმრობდნენ. სამხედროებმა სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ლექცია ჩაატარეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა მოსწავლეთა სამხედრო-პატრიოტული აღზრდის მიზნით გაიმართა.
„მოსწავლეებმა ვიდეო მასალები ნახეს. სტუმრები მათ ნატოსთან ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საბრძოლო იარაღებსა და სტრატეგიებზე, დემოკრატიული ღირებულებების დაცვასა და პიროვნულ თავისუფლებაზე ესაუბრნენ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის