საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სკოლა გახსნა.
ხიდრის ახალ, ოპტიმიზირებულ სკოლაში ამჟამად 16 მოსწავლე განაგრძობს სწავლას.
სკოლის მშენებლობისას გამოყენებულია თანამედროვე, ენერგოეფექტური და უსაფრთხო სამშენებლო მასალა.
პროექტი მოიცავს სარეკრეაციო სივრცეს, სადაც განთავსებულია აქტივობის კუთხე, მცირე ბიბლიოთეკა და სამასწავლებლო.
20-25 ბავშვიანი, მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა დაინვენტარით. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
სკოლის დირექცია, მოსწავლეები, მათი მშობლები და სრულიად სოფლის მოსახლეობა უდიდეს მადლიერებას გამოხატავენ.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის