ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კონკურსი ჩატარდა
24-10-2018
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში მშვიდობის კორპუსის მოხალისეების ინიციატივით ჩატარდა კონკურსი ინგლისურ ენაში.
კონკურსში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კონკურსი ამოწმებდა მოსწავლეთა არსებულ ცოდნას, ასევე მათ სოციალურ უნარებს (თანამშრომლობა, გუნდურობა).
„მოცემული კონკურსი მოიცავს ორ რაუნდს, პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. უკვე გვყავს გამარჯვებული გუნდი, რომელიც წარადგენს ჩვენს სკოლას ლანჩხუთის სკოლებს შორის ფინალურ ეტაპზე“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ თავიდან კონკურსი არ იყო გათვალისწინებული მერვე კლასის მოსწავლეებისთვის, მაგრამ პედაგოგების თხოვნით ისინიც აქტიურად ჩაერთნენ და შესანიშნავი შეფასებაც მიიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს