დიდი ხანჩალის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
24-10-2018
ნინოწმინდის, დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. სკოლის წარმომადგენლის თქმით, წელს სკოლა ათმა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან ოთხი - ანი ზმოიანი (ვერცხლის მედალოსანი), ველიხან გრიგორიანი (ივანე-ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ლუსინე ჟამკოჩანი (თსუ) და კარინე ჰარუტიუნიანი (თსუ) სწავლას უმაღლეს სასწავლებელში აგრძელებს.
სკოლა 2017-2018 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს