სასწავლო წლის დაწყებიდან თვენახევარში სკოლებში 344 აკრძალული ნივთი აღმოაჩინეს
24-10-2018
2018-2019 სასწავლო წლის დაწყებიდან ერთ თვეზე ცოტა მეტია გასული, ამ ხნის განმავლობაში კი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა საქართველოს მასშტაბით მდებარე სკოლებში 344 აკრძალული ნივთი აღმოაჩინეს. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის განმარტებით, აკრძალულ ნივთებში შეიძლება იგულისხმებოდეს: ცეცხლსასროლი იარაღი, ცივი იარაღი, ბასრი იარაღი, ბლაგვი საგანი, თამბაქოს ნაწარმი, სანთებელა ან ასანთი, ბანქო ან სხვა აზარტული სათამაშო საშუალება, უხამსობის ამსახველი ნივთები, ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერებეა, ფსიქოტროპული საშუალება, პნევმატური იარაღი, ელექტროშოკი და სხვა. 

მანდატურის სამსახურში არ ამბობენ, კონკრეტულად რა ნივთები აღმოაჩინეს მოცემულ პერიოდში.

წყარო:1tv.ge

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203