
გამარჯვების საჯარო სკოლაში 2018-19 სასწავლო წლიდან საგრანტო კონკურსის ფარგლებში ორი პროექტი: „კინო სკოლაში“ და ინკლუზიური განათლების ქვეპროგრამის ფარგლებში პროექტი „ჩვენ გვესმის ერთმანეთის“ ხორციელდება.
პროექტების ფარგლებში სკოლაში არა ერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.
„აღსანიშნავია, რომ ქართველ თანატოლებთან ერთად პროექტებში ჩართულები არიან ბოშა და მესხი მოსწავლეები, რომელთა ინტეგრაციასაც ქართულ საზოგადოებაში სკოლის დირექცია და პედაგოგები დიდ ყურადღებას უთმობენ“ - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები