ოზურგეთის საჯარო სკოლაში ეროვნული გმირის ზაზა დამენიას ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს
24-10-2018
სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეული მხატვრული ღონისძიებით დასრულდა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი გმირობის შესახებ ისაუბრეს.
ღონისძიება საინტერესო და მრავალფეროვანი ნომრებით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს, სამაჩაბლოში დაიღუპა _ იგი სანგარში მტრის მიერ ჩაგდებულ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და რამდენიმე თანამებრძოლის სიცოცხლე იხსნა. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს