სურამის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი სასწავლო ვიზიტით ვარშავაში იმყოფებოდა
24-10-2018
ქრისტეფორე III-ის სახელობის სურამის N4 საჯარო სკოლის ინგლისურის ენის მასწავლებელი თინათინ მეტრეველი ითვინინგის კონტაქტურ სემინარში „მათემატიკა და მეცნიერება“ მონაწილეობდა.
სემინარი ვარშავაში გაიმართა.
სამუშაო შეხვედრებს და პლენარული სესიებს ხელმძღვანელობდნენ Erasmus+ წარმომადგენლები და ითვინინგის ამბასადორები პოლონეთიდან.
მონაწილეები გაეცნენ Erasmus+ შესაძლებლობებს და ითვინინგის სასწავლო, ონლაინ ინსტრუმენტებს.
თინათინ მეტრეველმა ახალ პარტნიორებთან ერთად იმუშავა საპროექტო იდეებზე და დაარეგისტრირა პროექტი: ,,eGame+” ითვინინგის პორტალზე.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის