შუა ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორმა პედაგოგებს სტატუსის ამაღლება მიულოცა
24-10-2018
შუა ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორმა სამსონ ჯიბუტმა პედაგოგებს - დარეჯან ონიანს და ირინე ბელეშაძეს სტატუსის ამაღლება მიულოცა. პედგოგებმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს. სკოლის დირექტორმა პედაგოგებს წარმატებები და წინსვლა უსურვა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის