„მოგზაურობა ანბანეთში“ - თბილისის N12 საჯარო სკოლის პირველ კლასში ღონისძიება გაიმართა
24-10-2018
თბილისის N12 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შემობრძანება აღნიშნეს.
ღონისძიებები Iა, Iბ და Iგ კლასებში გაიმართა.
Iა კლასში პირველი ასო-ბგერების წაკითხვა და გაცნობა ხალისიანად წარიმართა. მოსწავლეები სიხარულით და სიყვარულით შეეგებნენ ანბანის შემობრძანებას და ღირსეული მასპინძლობაც გაუწიეს.
Iბ კლასის მოსწავლეები ლექსებით შეეგებნენ ა-სა და ი-ს. პატარებს წარმატებები უსურვეს მოწვეულმა სტუმრებმა. გაკვეთილს კლასის დამრიგებელი ქეთევან ჩოხელი უძღვებოდა.
Iგ კლასშიც არანაკლები სიხარული და სიხალისე სუფევდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ასე მიეგებნენ ანბანს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს