კერძო სკოლის - „დავითიანი-მარინა გორშკოვა“ მოსწავლეები ეროვნულ საშენ მეურნეობას ესტუმრნენ
24-10-2018
ბოლნისის კერძო სკოლის - „დავითიანი-მარინა გორშკოვა“ მოსწავლეები, ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ეროვნულ საშენ მეურნეობას ესტუმრნენ. მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი ხის დარგვისა და მისი შემდგომი მოვლის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა იშვიათი ჯიშის მცენარეთა პლანტაციები დაათვალიერეს და ხის დარგვისა და მოვლის პროცედურები ისწავლეს.
მეურნეობამ სკოლა ნერგებით დაასაჩუქრა. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის