დმანისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ქართული ჯარის მიზნების შესახებ ესაუბრნენ
24-10-2018
დმანისის N2 საჯარო სკოლაში პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები - უფროსი ლეიტენატი ზურაბ ხვიჩია და სერჟანტი გიორგი ხუბულური იმყოფებოდნენ. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოსწავლეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, საერთაშორისო მისიებსა და სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ესაუბრნენ.
სკოლის წარმომადგნელის თქმით, პროექტის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობაში მოხდეს პატრიოტული განწყობის ამაღლება და შეიარაღებული ძალების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება.
პროექტს - „ჩვენი ჯარი“ თავდაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის