ახალციხის N6 საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები გაიმართა
24-10-2018
ახალციხის N6 საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები გაიმართა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები რეალური კანდიდატების საარეჩევნო პროგრამებს გაეცნენ და ამის მიხედვით გააკეთეს A B C D სუბიექტებს შორის არჩევანი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მთავარი მიზანია მოსწავლეებმა იმიტირებული არჩევნების ჩატარების საფუძველზე გაითავისონ დემოკრატიის მექანიზმები, კონსტიტუციური უფლებები, შეძლონ პრიორიტეტების გამოკვეთა და გონივრული არჩევანის გაკეთება. საარჩევნო კომისიის წევრთა როლების გათამაშებისა და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე აიმაღლონ საარჩევნო კულტურა.
სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ პროექტში მონაწილეობის შედეგად მოსწავლე შეძლებს საარჩევნო პროგრამების გაცნობას და პრიორიტეტების გამოკვეთას, არჩევანის საარჩევნო პროგრამების საფუძველზე გაკეთებას, გაეცნობა დემოკრატიული არჩევნების პროცესს, არჩევნების პროცედურებს.
პროექტში 6-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ მიეწოდათ ანონიმური საარჩევნო სუბიექტების პროგრმები, რომლებიც რეალური სარჩევნო სუბიექტების პროგრამის საფუძველზე იყო ადაპტირებული და დაშიფრული, რათა არ მომხდარიყო სუბიექტების იდენტიფიცირება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს