აკურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ ინტელექტუალური ღონისძიება ჩაატარა
23-10-2018
აკურის საჯარო სკოლის საშუალო და საბაზო საფეხურის ახლადარჩეულმა მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა ინტელექტუალური ღონისძიება „რა?სად?როდის?“ ჩაატარეს. მოთამაშეთა გუნდები აღნიშნული საფეხურების მოსწავლეებისაგან დაკომპლექტდა.
„მონაწილეები ძლიერ მოტივირებულნი იყვნენ. მოსწავლეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენს სკოლაში სხვა სკოლის მოსწავლეებსაც მოიწვევენ თამაშში მონაწილეობის მისაღებად“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
თამაშს სკოლის დირექცია და ადმინისტრაცია ესწრებოდა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის