ორპირის საჯარო სკოლის მოსწავლეები შემეცნებითი აქტივობებით დატვირთულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
23-10-2018
ტყიბულის, ორპირის საჯარო სკოლის მე-3 - მე- 9 კლასის მოსწავლეებისათვის „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებმა, მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გამართეს.
ღონისძიებას მოხალისეებთან ერთად TDDF-ის ახალგაზრდების გამოწვევის ლიდერები - კესო კევლიშვილი და მარიამ ლომთაძე უძღვებოდნენ.
შეხვედრის 45-მა მონაწილემ მშვიდობის კორპუსის მოხალისეებსა და ახალგაზრდა ლიდერებთან ერთად 3 საინტერესო და მხიარულებით დატვირთული საათი გაატარა.
ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდს ზაზა გოჩელაშვილი ხელმძღვანელობს. იხილეთ ფოტოები