ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია იწყება
23-10-2018

ოზურგეთის N1 სკოლის სრული რეაბილიტაცია, ასევე, მემორიალური შენობის რეკონსტრუქცია და მშენებლობა იწყება.

მემორიალურ შენობაში ინოვაციების ცენტრი განთავსდება. პროექტის ფარგლებში იგეგმება სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და სკოლის მწვანე პარკის აღდგენა და განვითარება.

სკოლის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2019 წლის იანვარ-თებერვალში დაიწყება.

პროექტის შესახებ ინფორმაცია სკოლის მოსწავლეებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მიაწოდა.

„ქვეყნის მომავალს სკოლა განსაზღვრავს. თუ გვექნება თანამედროვე სკოლები, გვექნება თანამედროვე სახელმწიფო. ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის განახლება ეროვნული საქმეა. ერთად გავაგრძელოთ ისტორია. თქვენი სახელით, მინდა მადლობა გადავცე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - პროექტის დაწყება პირველ რიგში მისი დამსახურებაა“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ოზურგეთის N1 სკოლა 172 წლის არის.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203