სამტრედიის N12 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
23-10-2018
სამტრედიის N12 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელების: მარიამ ადეიშვილისა და ნინო შენგელიას ხელმძღვანელობით სხვადასხვა სახის ღონისძიება გამართეს.
ერთ-ერთი აქტივობა ასფალტზე ხატვა იყო.
„მოსწავლეებმა მოკლე ტექსტებითა და ნახატებით პედაგოგების მიმართ მადლიერება გამოხატეს გაწეული ღვაწლისთვის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
სკოლის დირექტორმა ნინო ონიანმა და მასწავლებლებმა მოსწავლეებს მადლობა გადაუხადეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის