დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლამ „მოლის დღე“ აღნიშნა
23-10-2018
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა (კათედრის თავმჯდომარე დავით კოკორაშვილი) ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუერთდა და ქიმიის მასწავლებლის, ნანა ლომაძის ხელმძღვანელობით, „მოლის დღის“ აღსანიშნავად კონკურსი ჩაატარა.
ცნობისთვის, „მოლის დღე“ არაოფიციალური დღესასწაულია. ქიმიკოსები ამ დღეს ერთმანეთს ავოგადროს რიცხვის მნიშვნელობის აღსანიშნავად ულოცავენ.
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მიერ ჩატარებულ კონკურსში მეცხრე-მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა ქიმიის ძირითადი ფორმულების გამოყენებით სხვადასხვა სახის გაანგარიშებითი ამოცანები ამოხსნეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის