ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ჯაჯვანი მესტიის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა
23-10-2018
მესტიის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ  „ეტალონი 2018“-ის მეორე ეტაპი  ჩატარდა, სადაც ყველა სკოლიდან ტესტირების ეტაპით გამორჩეული 70 მოსწავლე მონაწილეობდა.

აღნიშნულს მესტიის მეორე საჯარო სკოლამ უმასპინძლა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, რესურსცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ნიგურიანი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მშობლები და სხვა გულშემატკივრები.

ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

დამსწრე საზოგადოებას სიმღერებითა და ფერხულის შესრულებით  ადგილობრივი ანსამბლი „რიჰო“ და მესტიის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები მიესალმნენ.

მუნიციპალიტეტის წლის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა ლენჯერის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ჯაჯვანი, ხოლო სკოლას (დირექტორი ნატო სუბელიანი) „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისათვის ოქროს დიპლომი გადაეცა.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ყველა მონაწილეს და გამარჯვებულს წარმატებას, „ეტალონ მოსწავლეს“, ანი ჯაჯვანს კი შემდგომ წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203