ხევის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა
23-10-2018
ჩოხატაურის, ხევის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.
ტესტირებაში სამი მოსწავლე - მე-8 კლასელი - ბარბარე კალანდაძე და მე-9 კლასის მოსწავლეები გიორგი მეფარიშვილი და ვახტანგ ანთიძე მონაწილეობდნენ. ბარბარე კალანდაძე მე-2 ტურში გადავიდა.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის