ხაჯალიის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში კარატის წრე გაიხსნა
23-10-2018
ხაჯალიის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „სპორტულ ცენტრთან“ არსებული კარატის წრე გაიხსნა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დარბაზში 6 წლიდან 16 წლამდე ბავშვები ივარჯიშებენ, რომელთაც კარატის დამსახურებული მწვერთნელები - უფროსი მწვრთნელი მერაბ თურქია და მანუჩარ ჩხაიძე და ლაშა ბერიძე მოამზადებენ.
კარატის წრის გახსნას „სპორტული ცენტრის“ დირექტორი გოჩა ლომაძე დაესწრო.