ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის მოსწავლემ „ეტალონის“ კახეთის რეგიონულ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
23-10-2018
ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ანა ავაქაშვილმა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ კახეთის რეგიონულ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მშობლიურ სკოლას ულამაზესი დღე აჩუქა.
ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლა ეტალონ მოსწავლეს ულოცავს და მადლობას უხდის როგორც მას, ისე პედაგოგებს მიღწეული წარმატებისთვის.
დირექცია ასევე განსაკუთრებულ მადლობას უძღვნის ერთ-ერთი სასკოლო კლუბის ხელმძღვანელ მარიამ მჭედლიშვილს.
„სკოლის მოტივირებული და წარმატებული მოსწავლეები კვლავ აქტიურად ჩაერთვებიან „ეტალონის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და ვიმედოვნებთ, რომ ახალ-ახალი წარმატებით ისახელებენ თავს“-აღნიშნავენ სკოლის წარმომადგენლები. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს