დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში „დუბლი-2“-ის დღე მოეწყო
23-10-2018
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით „დუბლი-2“-ის დღე ჩატარდა. 

ერთი დღით სკოლის აღსაზრდელებმა დირექციისა და მასწავლებლების უფლება-მოვალეობები გადაინაწილეს და მთელი დღის მანძილზე სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მათ კიდევ ერთხელ გაიაზრეს და გაითავისეს, რომ მასწავლებლობა საპასუხისმგებლო და ძნელი პროფესიაა. 

იხილეთ ფოტოები 

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203