ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პირველად გადაუდებელ დახმარებასაც ასწავლიან
23-10-2018
ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში სამედიცინო კოლეჯ „ფანასკერტელთან“ თანამშრომლობით მოსწავლეების შრომითი უნარების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში პროექტის განხორციელება დაიწყო.
კერძოდ, აღნიშნულის ფარგლებში მოსწავლეებს პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიეწოდებათ.
პროექტი „ფანასკერტელის“ წარმომადგენელ მაია შალამბერიძისა და ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის პედაგოგ ხატიჯე ნატრიაშვილის თანამშრომლობით მიმდინარეობს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის