ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა
23-10-2018
ბარალეთის N2 საჯარო სკოლის ეზოში „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სკოლის შესასვლელი შემოდგომის ამსახველი სურათებით გააფორმეს. მაგიდაზე კი შემოდგომის ნობათი დაალაგეს და თათარა მოხარშეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ასევე შემოდგომაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.
ზეიმის ბოლოს კი, მოსწავლეებმა, მასწავლებლების დახმარებით, ჩურჩხელები ამოავლეს.
„ასე შინაარსიანად, საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა „შემოდგომის ზეიმმა“. ზეიმით ყველა კმაყოფილი დარჩა - მოსწავლეებიც, მშობლებიც და მასწავლებლებიც. ამ დღით გამოწვეული სასიამოვნო შთაბეჭდილება კი იქ მყოფებს არასოდეს დაავიწყდებათ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს