სამტრედიის N2 საჯარო სკოლის გუნდმა სპორტულ შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა
23-10-2018

სამტრედიის N2 საჯარო სკოლის გუნდმა სპორტულ შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა. 

განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, რეგიონალური სასკოლო ოლიმპიადისთვის შიდა შესარჩევი ტურები, სპორტის თითქმის ყველა სახეობას მოიცავს და მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა მონაწილეობს. 

ფინალურ მატჩს მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

მუნიციპალიტეტის მერმა გამარჯვებულ გუნდს სასკოლო ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა. 

საუკეთესო მეკარედ, ამავე სკოლის მოსწავლე სერგო ახობაძე დასახელდა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203