გორის N4 საჯარო სკოლის პედაგოგებს მასწავლებელთა მსოფლიო დღე ორიგინალურად მიულოცეს
23-10-2018
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტ „საქართველოს მოხალისის“ ფარგლებში (ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი ქართლ-ოსის“ კოორდინირებით) გორის მოხალისეთა კლუბმა გორის N4 საჯარო სკოლის პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
კლუბის წევრებმა პედაგოგებს კაფე „FOR YOU“-ს მიერ საგანგებოდ მათთვის დამზადებული ტორტი და კაფე „ნალიის“ სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.
მასწავლებლების საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის