ახალციხის N6 საჯარო სკოლის მეორეკლასელები აბასთუმნის ობსერვატორიაში იმყოფებოდნენ
23-10-2018
ახალციხის N6 საჯარო სკოლის მე-2ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელთან და მშობლებთან ერთდ აბასთუმნის ობსერვატორიაში იმყოფებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა ობსერვატორის მუზეუმი დაათვალიერეს, ტელესკოპი ნახეს, მისი მუშაობის პრონციპს გაეცნენ და პლანეტებისა და ვარსკვლავების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს.
მოსწავლეებმა ასევე სპეციალისტისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
„მნიშვნელოვანი იყო სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაში მშობელთა ჩართულობა და აქტიურობა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს