შუახევის საჯარო სკოლის ეზოში ბუნებასა და ინგლისურ ენაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
22-10-2018
დუშეთის, შუახევის საჯარო სკოლის მეხუთე კლასში ბუნებასა და ინგლისურ ენაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. სასწავლო პროცესი სკოლის ეზოში წარიმართა. სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომისთვის დამახასიათებელ ბუნების ცვლილებებზე ინგლისურად ისაუბრეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი საინტერესო და სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული. მოსწავლეები მასში მონდომებით ჩაერთვნენ და იაქტიურეს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის