ქვაბისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს სიურპრიზი მოუწყვეს
22-10-2018
ქვაბისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე ორიგინალურად მიულოცეს. სკოლის აღსაზრდელებმა სკოლაში მისულ მასწავლებლებს სამასწავლებლოში ხელნაკეთი ნივთები და მისალოცი ბარათები დაახვედრეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეების საჩუქარი მასწავლებლებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.
5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. იხილეთ ფოტო
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის