ბარდნალის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
22-10-2018
ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის სამ პედაგოგს - მანანა ომანაძეს, მერაბ ქომეთიანსა და ლამზირა ონიანს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. მანანა ომანაძე დაწყებითი კლასების მასწავლებელია, მერაბ ქომეთიანი სკოლაში მათემატიკას ასწავლის, ლამზირა ონიანი კი - ქიმიას.
სკოლა პედაგოგებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს