თბილისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლემ, თეკლა არაბიძემ პროექტში „ახალგაზრდა ხელოვანი“ პირველი ადგილი დაიკავა
22-10-2018

თბილისის N12 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ, თეკლა არაბიძემ ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის მიერ წარმოდგენილ პროექტში ,,ახალგაზრდა ხელოვანი" მონაწილეობდა და პირველი ადგილი დაიკავა.

პროექტის მიზანი იყო ნიჭიერი დამწყები მხატვრების აღმოჩენა.

თეკლა არაბიძემ წარმოადგინა ნამუშევრები: ,,წუთისოფელი" და ,,წვიმა ჩემს ქუჩაზე".

ფინალური ეტაპი მიმდინარე წლის 18-21 ოქტომბერს დაბა ბაკურიანში გაიმართა.

თბილისის N12 საჯარო სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები თეკლას ფინალურ მასტერკლასში გამარჯვებას ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203