თბილისის N112 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ღონისძიებით დაიწყეს
22-10-2018
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის N112 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
სკოლის აღსაზრდელებმა კი სკოლის ეზოში საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა 2018-2019 სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის