ძეგვის საჯარო სკოლაში სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის პროფესიის შემსწავლელი კურსები მიმდინარეობს
22-10-2018
ძეგვის საჯარო სკოლაში „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის პროფესიის შემსწავლელი კურსები მიმდინარეობს.
საგანმანათლებლო პროგრამას ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი ახორციელებს. კურსს პედაგოგი ხათუნა ფარეიშვილი უძღვება.
გაკვეთილის გეგმის შესაბამისად კოლეჯში ექსკურსია მოეწყო. მოსწავლეებმა სასწავლო გარემო და საკერავი მანქანა-დანადგარები დაათვალიერეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროგრამამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის