ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს სიურპრიზი მოუწყვეს
19-10-2018
ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს სიურპრიზი მოუწყვეს.
სკოლის აღსაზრდელებმა მასწავლებლებს მისალოცი ბარათები დაურიგეს და პროფესიული დღე მიულოცეს.
„მოსწავლეების მოფიქრებული საჩუქარი მასწავლებლებისთვის სურპრიზი აღმოჩნდა. მათ პროფესიული დღე პედაგოგებს დიდი სიყვარულით მიულოცეს. საჯარო სკოლა ყველა პედაგოგს ულოცავს მასწავლებლის დღეს და წინსვლას და წარმატებას უსურვებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის